აბურჯანიამ „ჟილ ვისენტეს“ პორტუგალიაში ქულა მოუტანა

0
9

გიორგი აბურჯანია პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-6 ტურში „ჟილ ვისენტე“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ბელენენსეშს“ შეხვდა და მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლები 83-ე წუთზე ფრელიხის ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ჟილ ვისენტეს“ ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, ხოლო აბურჯანიამ თავით გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო.

აბურჯანია  „ჟილ ვისენტეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ჯერ სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია, ხოლო შეცვლაზე შესულმა 1 გოლი მიითვალა.

“ჟილ ვისენტე” 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.