“ბარსელონას” ყველაზე ცუდი სტარტი ბოლო 24 წელიწადში, მიულერის რეკორდი

0
36

“ბარსელონამ” ბოლო 24 წლის მანძილზე უეფას ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი აიღო.

რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდი შინ მიუნხენის “ბაიერნთან” 0:3 დამარცხდა.

1997-1998 წლების სეზონის შემდეგ, კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყისი თამაში პირველად წააგეს. მაშინ, “ბარსა” “ნიუკასლთან” (2:3) დამარცხდა და საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

აქვე გეტყვით, რომ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ პირველად “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში მატჩი ისე დაასრულა, რომ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა – 2 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა.

“ბაიერნმა” ესპანელებს ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო – 14 ბურთი გაუტანა და თავის კარში 4 მიიღო.

მიუნხენელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც “ბარსასთან” დუბლი მიითვალა, გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ ზედიზედ 18 შეხვედრაში გაიტანა – მან განვლილ თამაშებში 29 გოლი მიითვალა.

თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაში “ბარსელონასთან” ჩატარებულ 6 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში არავის გაუკეთებია.