ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მცველი გურამ კაშია გამოდიან, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი თამაში ვერ მოიგო.
ბრატისლაველები სტუმრად „დუნაისკა სტრედას“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
მასპინძლები 72-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა ანგარიში ორ წუთში გაათანაბრეს – კანკავას გადაცემით ზმრჰალმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ვიცეკაპიტანმა კაშიამ.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია, ჩემპიონატს 16 ქულით ლიდერობს.





