ბენზემა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია

0
40

ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის ,,რეალმა” ,,სელტას” უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა ,,სამეფო გუნდის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 387 შეხვედრაში 197 გატანილი გოლი დაუგროვდა.
ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით ედმუნდო სუარესს გადაუსწრო და საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეათე ადგილზე გადაინაცვლა.
პრიმერა დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ,,ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი, არგენტინელი ლეო მესია, რომლის ანგარიშზეც 520 მატჩში 474 გოლია. მეორე ადგილს 311 გოლით პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, მესამეზე კი 251 გოლით ტელმო სარაა.