მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, კოსოვომ საბერძნეთი მიიღო და ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინა.
ბერძნებმა ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანასტასიოს დოუვიკასის დარტყმის შემდეგ გახსნეს.
კოსოვომ ქულა მაშინ აიღო, როდესაც სტუმრები უკვე გამარჯვების ზეიმისთვის ემზადებოდნენ – ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავი მურიქიმ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ მან ბათუმში გოლი საქართველოს ნაკრებსაც გაუტანა და თავის გუნდს არსებობის ისტორიაში მუნდიალის საკვალიფიკაციოზე პირველი თამაში მოიაგებინა.
B ჯგუფს ესპანეთი 10 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე შვედეთია 9 ქულით, მესამეზე – კოსოვო 4 ქულით, მეოთხეზე საბერძნეთი – 3 ქულით, ხოლო საქართველო ბოლო 1 ქულით.





