გიორგი აბურჯანია:”სამწუხაროდ მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ”

0
41

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცვე გიორგი აბურჯანიას თქმით, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან ბადახოსში 0:4 წაგებულ მატჩში, მწვრთნელის დავალებები ვერ შეასრულეს და პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებონ.

გიორგი აბურჯანია: ძალიან რთული თამაში გამოვიდა, რეზულტატით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

ერთადერთი კარგი ისაა, რომ სამ დღეში კვლავ თამაში გვაქვს და შანსი გვექნება ხასიათი გამოვისწოროთ. ჩემი აზრით, ბულგარეთის წინააღმდეგ ახალ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი.

​ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვიმუშაოთ და შემდეგ თამაშებში უკეთ ვიასპარეზოთ”.