ბრაზილია – არგენტინა ჩაიშალა – სკანდალი სან პაულუში

0
51

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამხრეთ ამერიკის ზონაში ბრაზილიასა და არგენტინას შორის „სან პაულუში“ „კორინთიანს არენაზე“ მიმდინარე მატჩი მე-4 წუთზე ჩაიშალა.

ამის მიზეზი სტადიონზე ბრაზილიის ჯანმრთელობის კონტროლის ეროვნული სააგენტოს (Anvisa) წარმომადგენლების მოედანზე გამოჩენა აღმოჩნდა.

ისინი ეჭვობენ, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა რომლებიც ინგლისში თამაშობენ: ემილიანი მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ (ორივე „ასტონ ვილა“), ჯოვანი ლო ჩელსომ და კრისტიან რომერომ (ორივე „ტოტენჰემი“) ბრაზილიის საზღვარი კანონის დარღვევით გადაკვეთეს.

დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში ჩასულმა ნებისმიერმა ადამიანმ 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. Anvisa ამტკიცებს, რომ ოთხმა არგენტინელმა მოთამაშემ საიმიგრაციო სამსახურს ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის თანახმად ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში არ ყოფილან.

Anvisa-მ  ფეხბურთელების სასტუმროში დასაკავებლად და დეპორტაციისთვის პოლიციას მიმართა. თუმცა, სამართალდამცავების მისვლის დროს ოთხივე ფეხბურთელი ავტობუსით უკვე თამაშზე წასულიყო.

ცნობისთვის, მარტინესი, ლო ჩელსო და რომერო არგენტინელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ.

მომხდარის შემდეგ, მთავარმა მსაჯმა ხესუს ვალენსუელამ მატჩის გადადება გადაწყვიტა.

„მსაჯის გადაწყვეტილებით ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მატჩი გადაიდო.

არბიტრი და მატჩის დელეგარი ანგარიშს ფიფას სადისციპლინო კომიტეტში გააგზავნიან, რომელიც შემდეგ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

შესარჩევი ციკლი ფიფას ტურნირია. ყველა გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებით უშუალოდ ამ ინსტიტუტის ხელშია“ – ნათქვამია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.