მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფის მე-4 ტურში იტალიამ შინ ბულგარეთს ვერ მოუგო – 1:1.
ევროპის მოქმედი ჩემპიონებიდან ანგარიში მე-16 წუთზე ფედერიკო კიეზამ გახსნა.
ბულგარელებმა საპასუხო ბურთი 39-ე წუთზე ათანას ილიევის დარტყმის შემდეგ გაიტანეს.
მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა რობერტო მანჩინის შეგირდებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში ფრედ პირველი თამაში დაასრულეს. მანამდე, „სკუადრა აძურამ“ ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო.
იტალიამ წაუგებელი მატჩების რაოდენობა 35-მდე გაზარდა და მსოფლიო რეკორდი გაიმეორა, რომელსაც მანამდე ბრაზილია და ესპანეთი იყოფდნენ.
ბრაზილიელებმა მსგავსი შედეგი 1993-1996 წლებში აჩვენეს, ხოლო ესპანელებმა 2007-2009.
გარდა ამისა, მანჩინის გაწვრთნილებმა თავისი ეროვნული რეკორდიც განაახლეს. კერძოდ, ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით 1935-1939 წლებში იტალიამ 30 თამაში არ წააგო.





