დავით სხირტლაძე ისევ თბილისის „დინამოში“ ითამაშებს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
სხირტლაძე „დინამოში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში გამოდიოდა და 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
მან 2020-2021 წლების სეზონი დანიის რანგით მეორე ლიგის „ვიბორგში“ გაატარა, სადაც 14 შეხცედრაში თავი არ გამოუჩენია.
სხირტლაძემ კარიერის დიდი ნაწილი დანიის „ორჰუსში“ გაატარა. ასევე, ის დანიის „სილკებორგში“, სლოვაკეთის „სპარტაკ ტრნავაში“, ლატვიის „რიგაში“ და პოლონურ „არკაში“ თამაშობდა.





