„ჩელსიმ“ ბაკაიოკო „მილანში“ გაანათხოვრა

0
23

ტიემუე ბაკაიოკო კარიერას იტალიის „მილანში“ გააგრძელებს.

ლონდონის „ჩელსიმ“ 27 წლის ფეხბურთელი 2 წლით „მილანში“ გაანათხოვრა. გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, მილანელები ვალდებულნი არიან ფრანგი ნახევარმცველი გამოისყიდონ.

ბაკაიოკო „მილანში“ უკვე თამაშობდა 2018-2019 წლებში და ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ის „ჩელსიში“ 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და სადებიუტო სეზონში გამართულ 43 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

თუმცა, მომდევნო სეზონებში იჯარით „მილანში“, „მონაკოსა“ და „ნაპოლიში“ გამოდიოდა.