გიორგი მაკარიძე „ალმერიას“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-3 ტურში „ალმერია“ სტუმრად „ამორებიეტასთან“ 1:2 დამარცხდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მიმდინარე სეზონში სასტარტოში პირველად ითამაშა.
„ალმერია“ მე-3 წუთზე კურო სანჩესის გოლით დაწინაურდა, ხოლო მე-15 წუთზე იკერ ბილბაომ ანგარიში გაათანაბრა.
მე-18 წუთზე „ალმერიას“ ურუგვაელი ლეგიონერი ლუკას რობერტონე გაუძევეს. მასპინძლებმა გამარჯვების ბურთი 86-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი კოლდო ობიეტაა.
31 წლის მაკარიძე „ალმერიაში“ მეორე წელია ირიცხება და გასულ სეზონში გუნდის პირველი მეკარე იყო – 33 მატჩში შეუცვლელად ითამაშა.





