საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე „ბანიკოვის თასზე“ B ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.
გიორგი ჩიტაურის შეგირდები მეორე ტურში უზბეკების 4:3 დამარცხების შემდეგ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს.
ქართველებმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე თურქები გავიდნენ, რომლებმაც ჩიტაურის შეგირდები პირველ ტურში 2:1 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში უკრაინელებს შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრები ხვალ მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელ თანატოლებს დაუპირისპირდება.





