კანკავა და კაშია კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ

0
47

ბრატისლავას “სლოვანი”, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია თამაშობენ, ევროპა ლიგის ჯგუფში ვერ გავიდა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა სლოვაკებმა პლიე-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” 0:3 წააგეს, ხოლო სახლში საპასუხო მატჩი 2:2 დაასრულეს და კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ.

ბრატისლავაში ჩატარებული თამაშის 33-ე წუთზე ანგარიში ელ-არაბიმ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე “სლოვანიდან” საპასუხო ბურთი ჰენრიმ გაიტანა.

54-ე წუთზე, ბერძნები ონეუკურუმ ისევ დააწინაურა და 62-ე წუთზე ანგარიში გრინმა გაათანაბრა.

ქართველმა ფეხბურთელებმა გუშინდელი თამაში შეუცვლელად ჩაატარეს.