დღეს, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ევროპა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
წელს ევროპა ლიგის გათამაშება განსხვავებული ფორმატით გაიმართება. ამჯერად, 32 გუნდი 8 ჯგფუში გადანაწილდა – 4-4 თითო ჯგუფში.
ჯგუფების გამარჯვებულები ევროპ ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ გავლენ. ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული გუნდები 1/8-ფინალში მოსახვედრად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფს ითამაშებენ, ხოლო ჯგუფის მესამეადგილოსნები კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრად კონფერენს ლიგაში ჯგუფში მე-2 ადგილზე გასულ გუნდებთან პლეი-ოფში იპაექრებენ.
კენჭისყრის დაწყებამდე უეფამ გასული სეზონის ევროპა ლიგის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს და პრიზი მოქმედი გამარჯვებულის თავდამსხმელ ხერარდ მორენოს ერგო.
მან “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს -პორტუგალიელ ნახევარმცველ ბრუნუ ფერნანდეშსა და ურუგვაელ თავდამსხმელ ედინსონ კავანის აჯობა.
კენჭისყრაში უეფას გენერალური მდივნის მოადგილე ჯორჯო მარკეტისთან ერთად, “სევილიას” ყოფილი მეკარე ანდრეს პალოპი მონაწილეობდა, რომელსაც ევროპა ლიგა სევილიელებთამ და “ვალენსიაში” მიუგია. მას “ვილიარეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი წარმოშობით ბრაზილიელი მარკუს სენა ეხმარებოდა.
შეგასხენებთ, რომ გრაცის “შტურმში” საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თამაშობს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 16 სექტემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება.
ევროპა ლიგის ფინალი 18 მაისს ესპანეთის ქალაქ “სევილიაში” სტადიონ “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართება.
A ჯგუფი: „ლიონი“, „რეინჯერსი“, „სპარტა“(პრაღა), „ბრონდბიუ“
B ჯგუფი: „მონაკო“, პსვ, „რეალ სოსიედადი“, „შტურმი“
H ჯგუფი: “ნაპოლი”, “ლესტერი”, “სპარტაკი“ (მოსკოვი), „ლეგია“
D ჯგუფი: „ოლიმპიაკოსი“, „აინტრახტი“, „ფენერბაჰჩე“, „ანტვერპენი“
E ჯგუფი: „ლაციო“, „ლოკომოტივი“ (მოსკოვი), „ოლიმპიკი“ (მარსელი), „გალათასარაი“
F ჯგუფი: „ბრაგა“, „ცრვენა ზვეზდა“, „ლუდოგორეცი“, „მიდტიულანდი“
G ჯგუფი: „ლევერკუზენი“, „სელტიკი“, „ბეტისი“, „ფერენცვაროში“
H ჯგუფი: „დინამო“ (ზაგრები), „გენკი“, „ვესტ ჰემი“, „რაპიდი“






