ლევან მაისაშვილის სრულ რეაბილიტაციას 3-6 თვე დასჭირდება

0
21

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონა-ვირუსით გამოწვეული სირთულეების გამო თვეზე მეტია საავადმყოფოშია, თავს უკეთ გრძნობს.

მას COVID19 5 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა და მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. იოჰანესბურგში მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ის კვლავ რჩება მართვად სუნთქვაზე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა.

ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დაჭირდება.