კვარაცხელია სასტარტოში ვერ მოხვდა – „რუბინის“ მწვრთნელმა მიზეზი განმარტა

0
15

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ყაზანის „რუბინის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვერ მოხვდა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში ყაზანელებმა სამარას „კრილია სოვეტოვს“ უმასპინძლეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. სტუმრები 59-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრეს.

„რუბინმა“ განვლილ 4 ტურში 3-ჯერ მოიგო და ფრედ მატჩი პირველად დაასრულა. ყაზანელები 10 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან.

მატჩის შემდეგ, „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში კვარაცხელიას არდაყენება ასე ახსნა:

„კვარაცხელია სასტარტოში იმიტომ არ დავაყენე, რომ სჩანს გადაიღალა. დღესაც მოედანზე არცთუ ბოლომდე დასვენებული გავიდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ახალგაზრდა მოთამაშეა და ყოველ მესამედ დღეს თამაში „მძიმე“ მოედანზე, როდესაც გამუდმებით „გირტყამენ“ ძალიან რთულია. მის მიმართ უზარმაზარი ყურადღებაა მიპყრობილი და დღეს თამაშს უბრალოდ ვერ გაუძლებდა“.