აზაროვით „კრასნოდარი“ დაინტერესდა

0
24

ბათუმის „დინამოს“ მარცხენაფლანგელ ირაკლი აზაროვით რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი „კრასნოდარი“ დაინტერესდა.

ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამინი იუწყება.

კრასნოდარელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაცვისა და შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებენ, ხოლო არუსტამიანის ცნობით მათ პოტენციეურ ახალწვეულებში ქართველი ფეხბურთელიცაა.

აზაროვმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგაში ბათუმელთა ღირსება 5-ჯერ დაიცვა და ბელარუსის ბატეს სტუმრად გაუტანა.