ევროპის ჩემპიონი, ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფორვარდი გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ბაიერნი“ გერ მიულერს გლოვობს, რომელიც კვირას გამთენიისას გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო“ – იუწყება“ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.
მიულერმა პროფესიონალური კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში „ტსვ 1861“-ში დაიწყო.
ის 1964-1979 წლებში „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა. ბავარიელებთან ერთად ლეგენდარულმა ბომბარდირმა გერმანისი ჩემპიონატი ოთხჯერ (1969, 1972, 1973, 1974), ხოლო ევროპის ჩემპიონთა თასი 3-ჯერ (1974, 1975, 1976) მოიგო.
გერმანიის ნაკრებთან ერთად მან ევროპის 1972 წლის ჩემპიონატში და მსოფლიოს 1974 წლის პირველობაზე გაიმარჯვა.
მან „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 607 მატჩში 566 გოლი გაიტანა.
მიულერი 365 გოლით გერმანიის ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
გერმანელმა ფორვარდმა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 62 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა.
იგი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ „ოქროს ბურთს“ ერთხელ, ხოლო ევროპის საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის „ოქროს ბუცს“ ორჯერ ფლობდა.
ბოლო წლებში მიულერი ალცჰეიმერის დაავადება დაუდასტურდა და ამის გამო 2915 წელს მოხუცებულთა სახლშიც კი მოხვდა.
