გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში ითამაშა.
მე-4 ტურში “გენტმა”, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ “მეხელენს” შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი პირველ ტაიმში გატანილი გოლით 1:0 იგებდა.
მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე საგოლე პასი ფორტუნას გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბელგიის ჩემპიონატამდე ქართველმა ფეხბურთელმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო სტუმრად ლატვიის რფს-თან 1:0 მოგებულ შეხვედრაში 63-ე წუთიდან ითამაშა.
