ერლინგ ჰოლანდმა გერმანიის ბუნდესლიგაში ახალი სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო.
პირველ ტურში დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ ფრანკფურტის „აინტრახტი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და 3 საგოლე პასი გადაცემა.
მან ფრანკფურტელთა კარი 34-ე და 70-ე წუთებზე აიღო, ხოლო საგოლე პასებით 23-ე წუთზე როისი მოამარაგა, 32-ეზე ტორგან აზარი, ხოლო 58-ეზე – რეინა.
ჰოლანდი „ბორუსიაში“ 2019 წლის თებერვლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 61 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა, ხოლო 18-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
