„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ოფიციალურად წარადგინა.
საფრანგეთოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
მანჩესტერელებმა ვარანში მადრიდის „რეალს“ 50 მილიონი ევრო გადაუხადეს. კლუბმა 28 წლის ფრანგი პრემიერ ლიგის პირველ ტურში შინ „ლიდსთან“ (5:1) მოგებულ შეხვედრამდე წარადგინა.
ის ახალ კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.