„ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის კარგ თამაშს არ გაოცებია.
მან ამის შესახებ გუშინ „მესტალიაზე“ გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ 1:0 აჯობა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ჩინებული აღმოჩნდა.
„მამარდაშვილმა ძალიან გაგვახარა. მას არ გავუკვირვებივართ, რადგან ვხედვდით ვარჯიშებზე როგორ მუშაობდა. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ის ძალიან კარგი იყო. მან ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა. იგი ახალგაზრდაა და კიდევ უნდა მოუმატოს, მაგრამ ჩვენი მისი გარჯით კმაყოფილი ვართ. ის დიდი ხანი არაა რაც ჩამოვიდა და ჯერ ესპანური არ იცის, მაგრამ ენის სწავლას მონდომებით ცდილობს. ვულოცავ მას“ – აღნიშნა ბორდალასმა თამაშის შემდეგ.
