Marca: „მამარდაშვილი „მესტალიას“ ახალი გმირია“

0
21

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გიორგი მამარდაშვილის „მესტალიას“ ახალი გმირი უწოდა.

გუშინ, ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ შინ „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა და მასპინძლებში გიორგი მამარდაშვილმა ორი ტაიმი დამაჯერებლად

Marca-მ საქართველოს ეროვნუნი ნაკრების მეკარის თამაში ასე შეაფასა:

„გიორგი მამარდაშვილი საქართველოდან. ჩაიწერეთ მისი სახელი და მისი გვარის გამოთქმა სწრაფად ისწავლეთ. ეს ბიჭი აქ იმისთვისაა, რომ დარჩეს. ამ ბიჭმა კარი შეაღო, ისარგებლა რა, სილესენისა და ხაუმე დომენეკიც არყოფნით, რომლებსაც წასვლის შემთხვევაში ხელს არ შეუშლიდნენ, რადგან ის გიგანტი გახდა.

მან უკვე აჩვენა კარგი თამაში მოსამზადებელ პერიოდში, მაგრამ მისი დებიუტი „მესტალიაზე“ და გმირის როლი სულ სხვაა. როდესაც 92-ე წუთზე წარმოუდგენელი ბურთის მოგერიებისას ტრიბუნებიდან ტაშს გიკრავენ, ძალიან დასაფასებელია.

გიორგი ყოველგვარი ხმაურის გარეშე მეკარეა, ყოველგვარი უცნაურობების გარეშე. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

ბოლო წუთებზე, როდესაც მიჩელი („ხეტაფეს“ მწვრთნელი, რედ.) უკვე გოლს ზეიმობდა, მან ურთულესი დარტყმა მოიგერია.

დებიუტის შემდეგ ის ბალახზე დაეცა და თანაგუნდელებისგან მილოცვებს იღებდა“.

“ვალენსიაში” მაამრდაშვილი თბილისის “დინამომ” ერთი წლით გაანათხოვრა და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ესპანური კლუბი მის გამოსყიდვას შეძლებს.