უნაი ემერი: „ჩელსისთან“ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვითამაშებთ“

0
21

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელისთვის უნაი ემერისთვის საამაყოა, რომ ლა ლიგას, კლუბის პრეზიდენტს, გულშემატკივრებსა და მთელ ესპანურ ფეხბურთს წარადგენენ.

მან ამის შესახებ დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში სტადიონ „უინძორ პარკზე“ ევროპის სუპერთასზე “ჩელისთან” გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„პარეხო, კოკლენი და ჩუკვეზე ნამდვილად ვერ ითამაშებენ. ზოგიერთ ფეხბურთელს საერთოდ არ უვარჯიშია, მაგრამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე მაინც მოხვდნენ.

პაუ ტორესი ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე თამაშის მერე დაგვიბრუნდა, მაგრამ მომავალი შეხვედრისთვის მზადაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქსვ ლა ლიგა, კლუბის პრეზიდენტი, გულშემატკივრები და მთელი ესპანური ფეხბურთი წარვადგინოთ.

ადაპტაცია გვჭირდება. ბევრ ჩვენს ფეხბურთელს მომავალ მატჩში თავისი დონისა და ძალის ჩვენება სურს. ამ რთულ ვითარებას ყურადღებას არ მივაქცევთ. სეზონის წინ ჩატარებულ სპარინგებში ნაჩვენები შედეგები ურთიერთგამომრიცხავი იყო, მაგრამ „ჩელსისთან“ მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვითამაშებთ“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.