რიზა ჩალიმბაი: „ბათუმის „დინამოსა“ ძალიან კარგად ვიცნობთ და ერთადერთი საზრუნავი გამარჯვებაა“

0
12

„სივასფორის“ მთავარი მწვრთნელი რიზა ჩალიმბაი კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფილაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ შინ ჩასატარებელ საპასუხო შეხვედრაში მხოლოდ გაამრჯვებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგო.

რიზა ჩალიმბაი: „ბათუმელები სათამაშო ტემპის მიხედვით ჩვენზე უფრო მეტად მომზადებულნი არიან. სახიფათო გუნდია, რომელიც სტუმრად კარგად თამაშობს. ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ.

თუ არ ვიბრძოლებთ, თამაშში არ ვიქნებით და ჩვენს სათამაშო დისციპლინას დავარღევთ, შესაძლოა პრობლემები შეგვექმნას.

ჩემი აზრით ძალიან რთული თამაში გველოდება. ასეთ შეხვედრებს ყოველთვის ეროვნული დონის დაპირისპირებად განვიხილავთ. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის ვითამაშებთ.

მომავალი მატჩისთვის მზად ვართ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ყოველგვარი შემთხვევითობა უნდა გამოვრციხოთ. ახლა ბათუმის „დინამოსა“ და მის მოთამაშეებს ძალიან კარგად ვიცნობთ.

პირველი თამაშის შემდეგ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ გულშემატკივრებს გამარჯვება ვაჩუქოთ. ახლა ერთადერთი საზრუნავი გამარჯვებაა.

ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც კონკურენცია შეუძლია ნებისმიერს გაუწიოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროთასებზე კარგად გამოვიდეთ. ამ რაუნდს თუ გავივლით, კიდევ უფრო რთული შეხვედრები გველოდება. ჩემი გუნდის გულწრფელად მჯერა. მოულოდნელი ტრავმები ერთადერთია რაც მაშინებს. თუ ეს არ მოხდება, მჯერა, რომე წარმატებას ყოველ ეტაპზე მივაღწევთ”.

ჩალიმბაისთან ერთად პრესკონფერენციას „სივასფორის“ მცველი აჰმეტ ოგუზიც ესრებოდა, რომელმაც შემდეგი თქვა:

„ჩვენ შევხდებით გუნდს, რომელიც უკვე 22 კვირაა თამაშობს. რა თქმა უნდა, იოლი მატჩი არ იქნება. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს ეს უპირატესობა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ“.