„ურალის“ მწვრთნელი: „იმედია, გაგნიძე მომავალში გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება“

0
14

ეკატერინბურგის „ურალის“ მთავარ მწვრთნელ იური მატვეევს ეიმედება, რომ ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე მომავალში გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება.

მან ამის შესახებ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში სტუმრად „სოჩისთან“ 0:2 წაგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც 18 წლის ნახევარმცველი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

-გაგნიძის ადაპტაციაზე რას იტყვით? ქართველი ნახევარმცველით კმაყოფილი ხართ?

-ის ჯერ მხოლოდ 2 კვირაა ჩვენთანაა. ლუკარ კარგი ტექნიკა და ნათელი გონება აქვს. იმედია, მომავალში გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება.

გაგნიძე მიმდინარე ზაფხულში თბილისის „დინამოდან“ მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოსკოველებმა ქართველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ურალში“ გაანათხოვრა.

სხვათა შორის, დღეს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატვეევი თანამდებობას დატოვებს და მას იგორ შალიმოვი შეცვლის.