ლიონელ მესი პარიზში პსჟ-სთან კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პსჟ-სთან 2-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმა, რომელსაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ გააფორმებს.
კლუბი მას ოფიციალურად ხვალ „პარკ დე პრენსზე“ გასამართ პრესკონფერენციაზე წარადგენს.
მესი პარიზში დღეს ჩაფრინდა და აეროპორტში გულშემატკივრებს მიესალმა. მას მაისური ეცვა წარწერით „ეს პარიზია“.
სამხრეთ ამერიკელის ხელფასი ხალ კლუბში დაახლოებით 35 მილიონი ევრო იქნება ბონუსების გათვალისწინებით.
34 წლის არგენტინელმა „ბარსელონა“ 5 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მესი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2003 წლიდან თამაშობდა. მან ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ, ესპანეთის თასი და სუპერთასი 7-7-ჯერ, ჩემპიონთაა ლიგა 4-ჯერ, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-3-ჯერ მოიგო.
მან ყველა ტურნირში “ბარსას” მაისურით ჩატარებულ 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა და 305 საგოლე პასი გააკეთა.