ლოჩოშვილის გუნდი ვენაში უშანსოდ დამარცხდა

0
11
VIENNA, AUSTRIA - AUGUST 08: Luka Lochoshvili of Wolfsberger AC, Marco Gruell of Rapid Wien and Jonathan Scherzer of Wolfsberger AC during the ADMIRAL Bundesliga match between SK Rapid Wien and Wolfsberger AC at Allianz Stadion on August 08, 2021 in Vienna, Austria. (Photo by Thomas Pichler/SEPA.Media /Getty Images)

„ვოლფსბერგერმა“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო.

მე-3 ტურში „ვოლფსბერგერი“ სტუმრად ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„რაპიდიდან“ სამივე გოლი ბერძენმა ფორვარდმა ფოუნტასმა გაიტანა, რომელმაც თავი 22-ე, 52-ე და 53-ე წუთებზე გამოიჩინა.

„ვოლფსბერგერმა“ განვლილ 3 ტურში 1 ქულა აიღო და 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.