ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დაასახელეს.
მე-3 ტურში ყაზანის „რუბინმა“ გროზნოს „ახმატი“ მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ტრადიციულად მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და ტელეარხ „მატჩ პრემიერის“ ექსპერტმა დმიტრი კუზნეცოვმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
სტუმრებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს და 1:0 მოიგეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 58-ე წუთზე გაიტანეს.
ყაზანელებმა 3 ქულა ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთი აიღეს, როდესაც პენალტი გამოიყენეს.
20 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში ჩატარებულ 3 თამაშში 1 გოლი გაიტანა.





