„საბურთალომ“ მოსამზადებელი პერიოდი აზერბაიჯანელებთან მოგებით დაასრულა

0
22

„საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის „საბაილთან“ ჩაატარა და 5:2 გაიმარჯვა.

მასპინძლებიდან ანგარიში გოცოლეიშვილმა გახსნა, ხოლო საპასუხუ ბურთი ალიევმა გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა.

შესვენების შემდეგ „საბურთალოდან“ თავი დაჩი ცნობილაძემ, დმიტრი მანდრიჩენკომ, თორნიკე ძებნიაურმა და გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინეს.

90-ე წუთზე „საბაილიდან“ მეორე გოლი ისევ ალიევმა მიითვალა.

8 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში „საბურთალო“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ შეხვდება.