გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა.
ესპანეთის ლა ლიგაში სეზონის განახლებამდე ვალენსიელებმა ამხანაგური მატჩი „ლევანტესთან“ ჩაატარეს და დერბი 1:0 მოიგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც „კარტახენასთან“ (3:2) სპარინგში.
გარდა ამისა, მან „ვალენსიაში“ ჩარიცხვის შემდეგ, ბერძნულ „ატრომიტოსთან“ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.
აქვე გეტყვით, რომ „ლევანტესთან“ დაპირისპირებამდე „ვალენსია“ „სარაგაოსასთან“ (0:2) დამარცხდა და მამარდაშვილის თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს.