ალდერვეირელდი კარიერას კატარში განაგრძობს

0
20

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი კატარის“ალ-დუჰაილში“ გაყიდა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კატარელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ინგლისელებმა მის სანაცვლოდ 13 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

ალდერვერელდი ლონდონურ კლუბში 2015 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და განვლილ პერიოდში ყველა ტურნირში ჩატარებულ 243 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

ის ბელგიის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და 113 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.