„ტოტენჰემმა“ ლამელა 20 წლის ესპანელში გაცვალა

0
19

ერიკ ლამელა კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს.

ლონდონის „ტოტენჰემმა“ არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი 20 წლის ესპანელ შუახაზელ ბრაიან ხილზე გაცვალა, რომელიც „სევილიას“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა.

29 წლის ლამელამ ინგლისურ კლუბში 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის „ტოტენჰემში“ 2013 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 255 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

ხილმა, რომელიც ამჟამად ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ტოკიოშია, „სევილიაში“ 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

ის 2019-2020 წლები სეზონში იჯარით „ლეგანესში“ გამოდიოდა – 12 თამაშში 1 გოლი, ხოლო გასულ სეზონში „სევილიაში“ გაანათხოვრეს – 29 შეხვედრაში 4 გოლი.