მამარდაშვილის სასტარტო “ვალენსიაში” და გამარჯვება “კარტახენასთან”

0
19

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის “ვალენსიას” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.

ვალენსიელებმა ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყების წინ, მორიგი ამხანაგური მატჩი რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ “კარტახენასთან” ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა.

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა 20 წლის ქართველს კარში ადგილი პირველი წუთიდან ანდო და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლია.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 48-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში რუბენ კასტრომ გახსნა, ხოლო რუსმა ჩერიშევმა 56-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა. 59-ე წუთზე მასპინძლები ალდერეტემ დააწინაურა. 65-ე წუთზე, “ვალენსიადან” პენალტი ხასონმა გაიტანა. 81-ე წუთზე, “კარტახენადან” თავი ედუმ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის დებიუტი “ვალენსიაში” 22 ივლისს საბერძნეთის “ატრომიტოსთან” (3:0) მატჩში შედგა.