ავსტრიის ბუნდესლიგამ სტარტი აიღო და „ვოლფსბერგერმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილთან ერთად გურამ გიორბელიძე გამოდის, სტუმრად „კლაგენფურტს“ დაუზავდა – 1:1.
ქართველი მცველებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ლოჩოშვილი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა გიორბელიძემ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
„ვოლფსბერგერმა“ ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს.
უკრაინის პრემიერ ლიგაში დაბრუნებული ოდესის „ჩერნომორეცისთვის“ სეზონის პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან გასვლაზე ჩერნიგოვის „დესნასთან“ 0:3 წააგო.
ოდესელებს ნახევარცმველმა ბექა ვაჩიბერაძემ უკაპიტნა, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი წიტაიშვილი ტრავმირებულია და ამიტომ, „ჩერნომორეცს“ ვერ ეხმარება.
რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ეკატერინბურგის „ურალი“ შინ „კრასნოდართან“ 0:3 დამარცხდა. მოსკოვის „დინამოდან“ განათხოვრებული 18 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ეკატერინბურგელა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.