ჯინჯოლავამ „კადისთან“ კონტრაქტი დადო

0
25

გიორგი ჯინჯოლავამ „კადისთან“ კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი „საბურთალომ“ „კადისში“ ერთი წლით გაანათხოვრა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ესპანელებს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნებათ.

ჯინჯოლავა „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელიც „ლევანტეში“ გამოდის, 21 წლის ჯინჯოლავა „საბურთალოს“ მეორე ფეხბურთელია, რომელიც ლა ლიგის კლუბში გადავიდა.