უნგრეთის „უიპეშტმა“, რომლის ღირსებას გიორგი ბერიძე იცავს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ ლიხტენშტაინის „ვადუცს“ მინიმალური სხვაობით აჯობა – 2:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
მასპინძლებმა ანგარიში მე-7 წუთზე სტიებერის დარტყმის მერე გახსნეს და პირველი ტაიმის 1:0 მოიგეს.
64-ე წუთზე ტალომ მეტოქის კარი მეორედ აიღო, ხოლო „ვადუციდან“ ერთი საპასუხო გოლი 81-ე წუთზე ციცეკმა გაიტანა.
ბელგიის „გენტმა“ ნორვეგიის „ვალერენგას“ უმასპინძლა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიელთა განაცხადში არ იყო, რადგან მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არაა.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო თამაშები 29 ივლისს ჩატარრდება.