მადრიდის ,,რეალის” ფრანგ თავდამსხმელს ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ცნობას ,,სამეფო გუნდის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა, ,,რეალს” ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ცნობა არ გაუვრცელებია.
გასულ სეზონში ბენზემამ მადრიდული გრანდის მაისურათი ჩატარებულ 46 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თავდამსხმელმა ბოლო მატჩი 28 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, რომელშიც საფრანგეთი პენალტების სერიაში დამარცხდა.