„რეალმა“ ბრაიმ დიასი ისევ „მილანში“ გაანათხოვრა

0
21

მადრიდის „რეალმა“ ნახევარმცველი ბრაიმ დიასი ისევ „მილანსი“ გაანათხოვრა.

ესპანელი ფეხბურთელი მომავალ სეზონში კლუბში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„მილანი“ დიასის იჯარით აყვანისთვის „რეალს“ 3 მილიონ ევროს გადაუხდის.

თუ მილანელები „სამეფო კლუბიდან“ ფეხბურთელის გამოსყიდვას მოინდომებენ, მაშინ 22 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მადრიდელები მისი ისევ 27 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას მიიღებენ.

გასულ სეზონში დიასმა „მილანში“ ყველა ტურნირში 39 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.