დანიის საფეხბურთო სუპერლიგაში დავით ხოჭოლავას დებიუტი შედგა.
სეზონის სტარტზე „კოპენჰაგენი“, სადაც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გამოდის, შინ „ოლბორგს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მე-19 წუთზე ყვიტელი ბარათი მიიღო.
„ოლბორგმა“ ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა, ხოლო „კოპენჰაგენმა“ საპასუხო გოლი ერთ წუთში გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში მასპინძლები დაწინაურდნენ, 69-ე წუთზე კი სტურებმა ისევ აიღეს მეტოქის კარი და საბოლოოდ, ეს გოლი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა „კოპენჰაგენში“ დონცეკის „შახტარიდან“ მიმდინარე თვეში გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.