„ვოლფსბერგერმა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე გამოდიან, სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
ავსტრიის თასის 1/32-ფინალში ქართველების გუნდის სტუმრად რეგიონალიგის „ვაინერს“ შეხვდა და 3:0 სძლია.
ამპლუით ცენტრალურმა მცველმა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორბელიძე შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა.
„ვოლფსბერგერმა“ ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. სტუმრებმა მეტოქის კარი მეორედ 32-ე წუთზე აიღეს, ხოლო მესამედ მასპინძლები მე-60 წუთზე დაამწუხრეს.