თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს მიაჩნია, რომ „ნეფთჩიმ“ საპასუხო მატჩი გაცილებით უკეთესად ითამაშა, ვიდრე თბილისში ჩატარებული პირველი შეხვედრა.
მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს ბაქოში 1:2 წაგებული მატჩის მერე ისაუბრა.
თბილისელები პირველ თამაშშიც ანალოგიური ანგარიშით დამარცხდნენ და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდებიან.
კახა ცხადაძე: „გამარჯვებას გილოცავთ. პირველ მატჩთან შედარებით, „ნეფთჩიმ“ გაცილებით უკეთესად ითაშაშა. ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა. თუმცა, ორი მატჩის განმავლობაში ოთხიდან სამი გოლი თითქოს საკუთარ კარში გავიტანეთ.
მიუტევებელი შეცდომები დავუშვით, რომელთა გამო წავაგეთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. წარუმატებლობის მიზეზი? ცალკე ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ყველა დამნაშავე ვართ. არცერთმა გუნდმა ამდენი შეცდომა არ უნდა დაუშვას“.