„დინამო“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა და კონფერენს ლიგაზე „მაკაბის“ შეხვდება

0
23

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგას პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.

დასანანი, რომ „ნეფთჩისთან“ ჩატარებულ ორ მატჩში კახა ცხადაძის გავწრთნილები მეტოქეს ხშირ შემთხვევაში სჯობდნენ, მაგრამ თბილისელი ფეხბურთელების ძალიან უხეშმა შეცდიმებმა საბოლოო შედეგზე თავისი გავლენა მოახდინა.

მატჩში პირველი სახიფათო მომენტი თბილისის „დინამომ“ შექმნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან სპორსკსლედემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი გაბედავამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავით დაარტყა – მამადოვმა „ნეფთჩი“ გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, გიორგი კუციამ მარჯვენა ფლანგიდან „სტანდარტულის“  შესრულების დროს გადაცემა „ნეფთჩის“ საჯარიმოში გააკეთა და შეტევაში ჩართულმა საიმონ ბენიომ „მეორე სართულზე“ ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო გაბედავამ ასევე თავით არაზუსტად დაარტყა.

ტაიმის მიწურულს ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფლანგიდან აზერბაიჯანელთა საჯარიმოში ჩააწოდა და გაბედავას თავურის მერე ბურთი მამადოვის კარს ოდნავ აცდა.

51-ე წუთზე, რადინის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ხარაბაძემ უძლიერესად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, ამას კუციას დარტყმა მოჰყვა და მამადოვის ხელიდან ბურთი გვერდით შეძელს მოხვდა, ხოლო „დინამოს“ შეტევა რადინმა გოლით დაასრულა – 0:1.

57-ე წუთზე, პარტნიორის პასის შემდეგ როინ კვასხვაძემ თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად გააჩერა და როდესაც შეცდომის გამოსწორებას ცდილობდა, მეზა კოლი წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. ემინ მაჰმუდოვმა თბილისური შეხვედრის მსგავსად თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:1. კვასხვაძემ პირველი თამაშის მსგავსად „დინამო“ ისევ დააღალატა.

68-ე წუთზე, ლავალის გადაცემის მერე ალასგაროვმა თბილისელთა საჯარიმოში ბურთი მიიღო, ბენოსთან ორთაბრძოლაში შემოტრიალდა და კვასხვაძეს დაბალ კუთხეში გაუტანა.

79-ე წუთზე, რადინიი „ნეფთჩის“ საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და კარის გასწვრივ გადაცემა გააკეთა, მაგრამ მარუშიჩი ვარდნაში ბურთს ვერ მიწვდა.

81-ე წუთზე, რადინმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და ბენიომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა გოლის ავტორზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მატჩის ბოლო წუთებში „დინამომ“ კუთხური ჩააწოდა და ბენიოს თავურის მერე ლავალმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

„დინამო“ ამ მარცხის შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელის ხაიფას „მაკაბის“ შეხვდება.

“დინამო” პირველ მატჩს 22 ივლისს შინ ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს ისრაელში გაიმართება.

ნეფთჩი“ (ბაქო) – „დინამო“ (თბილისი) 2:1(0:0)

14 ივლისი. ბაქო. „ბაქსელ არენა“.

ნეფთჩი“: მამადოვი, მბოჯი, სტანკოვიჩი, ბუგრინი (ნასაფოვი, 76) , მეზა კოლი (სოარეში, 72), ჩელიკი, კანე, ლავალი , მაჰმუდოვი (კ), ბულუდოვი,, ალასგაროვი (აბასოვი, 90+3).

მთავარი მწვრთნელი: სამირ აბასოვი

„დინამო“: კვასხვაძე, ქარდავა (მექვაბიშვილი, 74), რადინი (ქავთარაძე, 90), გაბედავა, ხარაბაძე (იაშვილი, 90), პაპავა (კ), ბენიო, კუცია (ოსეი, 70). სპორსკლედე (მორჩილაძე, 70), ხვადაგიანი, მარუჩიში,

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გოლი0:1 რადინი (51), 1:1 მაჰმუდოვი (58, პენ.), 2:1 ალასგაროვი (68)

გაფრთხილება: მეზა კოლი (22), რადინი (45+1), გაბედავა (52), მბოჯი (55), ლავალი (64), კუცია (64), ბენიო (71), ბულუდოვი (81), იაშვილი (90+1)

მთავარი მსაჯი: დიმიტრი მუნტიანი (მოლდოვა)