„დინამო“ ბაქოში „ნეფთჩისთან“ სათამაშოდ 22 ფეხბურთელით ჩავიდა

0
20

თბილისის „დინამო“, რომელიც 14 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთცისთან“ საპასუხო მატჩს ჩაატარებს, უკვე აზერბაიჯანის დედაქალაქშია.

„დინამოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე.

მცველები: დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, სანდრო კალანდაძე, გიორგი პაპავა.

ნახევარმცველები: გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, ბარნს ოსეი, გიორგი ჩხეტიანი, მილან რადინი.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი და თორნიკე ახვლედიანი.

7 ივლისს თბილისში გამართულ მატჩში „დინამო“ 1;2 დამარცხდა. „ნეფთჩი“ – „დინამოს“ დაპირისპირება ბაქოში „ბაქსელ არენაზე“ შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მომავალ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს „პირველი არხი“ გადასცემს.