ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავისი მესამე გოლი გაიტანა.
F ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, სამხრეთ კორეის „ულსანმა“ სტუმრად ტაილანდის „პატჰუმ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და თავი 87-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ერთი მოძრაობოთ მცველი ოსტატურად ჩამოიცილა, ხოლო მეორეთი ბურთი კარის ბადეში გაახვია.
მან 3 დღის წინ სეულში ჩატარებულ შეხვედრაში ვიეტნამის „ვიეტალის“ კარი აიღო.
„ულსანმა“ ჯგუფში 6-დან 6 თამაში მოიგო და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.