სერხიო რამოსი კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.
პარიზელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
35 წლის რამოსს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა და პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
რამოსი „რეალში“ 2005 წელს „სევილიადან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 671 მატჩში 101 გოლი გაიტანა.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი – ოთხჯერ, უეფასს სუპერთასი – 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 4-ჯერ.
35 წლის რამოსმა გასულ სეზონში „რეალში“ 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.




