ბექა მიქელთაძე – პირველი ქართველი ავსტრალიის ჩემპიონატში

0
35

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს.

მან  2-წლიანი კონტრაქტი „ნიუკასლ ჯეტსთან“ გააფორმა, რასაც ავსტრალიური კლუბის პრესსამსახური ადასტურებს.

მიქელთაძემ გასულ სეზონში საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის „ქსანთიში“ გაატარა, რომლის რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

„მიქელთაძესთან კონტრაქტის გაფორმება ძალიან გვიხარია. ეს ის ფეხბურთელია, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობდით და ჩვენს სათამაშო სქემას კარგად უნდა მოერგოს.

ბექა იმ ასაკშია,  როდესაც ისე კიდევ უნდა განვითარდეს, მას შეუძლია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაში და მოუთმენლად ველით, ჩვენს რიგებს როდის შემოუერთდება” – განაცხადა ნიუკასლელთა მთავარმა მწვრთნელმა არტურ პაპასმა.

„ამაყი და ბედნიერი ვარ იმ ინტერესით, რომელიც „ნიუკასლმა“ ჩემს მიმართ გამოამჟღავნა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც მათ მადლობას შესაბამისად გადავუხდი. გუნდის ქომაგების შესახებ ბევრი რამ მსმენია და მინდა, რომ „ჯეტსთან“ერთად მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლო” – თქვა მიქელთაძემ, რომელიც პირველი ქართველი ფეხბურთელია ავსტრალიაში.

„ნიუკასლ ჯეტსმა“ გასულ სეზონში ავსტრალიის A ლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) მე-11 ადგილი დაიკავა.

გუნდის საუკეთესო შედეგი 2007-2008 და 2018-2019 წლების სეზონებში ვერცხლის მედლების მოგებაა.