ლუკა გაგნიძე: „მოსკოვის „დინამოში“ გადასვლა ჩემთვის საუცხოო შესაძლებლობაა“

0
21

ლუკა გაგნიძეს მიაჩნია, რომ მოსკოვის „დინამოში“ გადასვლა მის უფრო სწრაფად განვითარებას ხელს შეუწყობს.

18 წლის ქართველმა ნახევარმ,ცველმა ამის შესახებ რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბის პრესსამსახურთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების მერე ისაუბრა.

„რუსეთში ძალიან კარგი ჩემპიონატია, რომელშიც საკუთარი ძალის მოსინჯვა ძალიან მაინტერესებს.

შესაძლოა, თბილისის „დინამოში“ ჩემი თავის რეალიზება ბოლომდე ვერ შევძელი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ასაკში მოსკოვის „დინამოში“ გადასვლის შანსი გამიჩნდა, ვფიქრობ უფრო სწრაფად განვითარებაში დამეხმარება.

რა თქმა უნდა, როდესაც მოსკოვური კლუბის წინადადება მივიღე, ისე მოვიქეცი როგორც ყველა ჩემი თანატოლი და „დინამოს“ შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. დავრწმუნდი, რომ ეს ნაბიჯი ჩემთვის საუცხოო შესაძლებლობაა.

გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, ხოლო სამწვრთნელო შტაბს არ ეშინია ნებისმიერ ვითარებაში მოთამაშეებს ენდოს მათი ასაკის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, შანსი ნამდვილად მექნება. ისღა დამრჩენია მისი რეალიზება შევძლო და ამისთვის თავდაუზოგავად ვიშრომებ“ – თქვა თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა.