გარეთ საუთგეიტი: „თუ შემდეგ ნაბიჯს არ გადავდგამთ ნახევარფინალში გასვლა ღირსეული შედეგი არ იქნება“

0
71

გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ დადგა დრო როდესაც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ტურნირების ნახევარფინალებიდან გავარდნა უნდა დაასრულოს.

„ჩვენ უკვე იმდენი წინააღმდეგობა დავძლიეთ, რომ ვფიქრობ მომავალ შეხვედრას ჩემი გუნდი მორიგ წინააღმდეგობად აღიქვამს. მხოლოდ ის მაღელვებს, რომ ჩვენი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიქნებით თუ მორიგ ნახევარფინალს წავაგებთ, არადა. ამ ტურნირზე საკმაოდ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიასთან გავარდნის შემდეგ, ჩვენი გუნდი ძალიან იმედგაცრუებული იყო. ევრო-2020-ზე ისევ ნახევარფინალში ვართ და ეს უკვე არ ჩაითვლება ღირსეულ შედეგად თუ შემდეგ ნაბიჯს არ გადავდგამთ. ჩემი აზრით, ეს ჩვენთვის რამე პრობლემა რაა, პირიქით, კარგია რომ თამასა ასე მაღლა ავწიეთ.

ჩვენი მისიაა, რომ 18-21 წლის მოთამაშეებმა შეგვხედონ  და ნაკრებში თამაში გადაწყვიტონ, რაც თითოეულისთვის დიდი პატივია. მომავალი თაობისთვის ამ პროცესის მნიშვნელობის აღწერა შეუძლებელია და ამ მიმართულებით მუშაობა უნდ გავაგრძელოთ.

უკრაინასთან არცთუ იოლი შეხვედრა გვქონდა და ამიტომ, ახლა ძალების კარგად აღდგენა მნიშვნელოვანია. ჩვენ „უმებლიზე“ ვთამაშობთ, რაც ერთდროულად საუცხოო და საშინელია, რადგან შედეგზე დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს“ – ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი საუთგეიტს.

ევრო-2020-ის ნახევარფინალში 7 ივლისს ინგლისი დანიას შეხვდება და თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.