ლუკა გაგნიძე საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „დინამოში“ ოფიციალურად ჩაირიცხა.
რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ეს ფაქტი თავის ვებგვერდზე დაადასტურა.
თბილისის „დინამოს“ აწ უკვე ყოფილმა 18 წლის ნახევარმცველმა მოსკოველებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება ლუკა!“ – დაწერა მოსკოვის „დინამომ“ თავის ტვიტერის გვერდზე.
გაგნიძემ მიმდინარე სეზონში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
